Sunday, May 15, 2016

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს სანახავად გთხოვთ გადადით შემდეგ ბმულზე:  სასწავლო პროექტი.

მეცხრე ტრენინგ დღე

დავასრულეთ და მოვაწესრიგეთ პორტფოლიოში არსებული ყველა დოკუმენტი, მოვამზადეთ ასატვირთად.  ტრენერმა გასაგებად და თანმიმდევრულად აგვიხსნა პროექტზე მუშაობის პროცესი. მადლობა ტრენერსა და  ჩემს კოლეგებს. 

Saturday, May 14, 2016

მერვე ტრენინგ დღე

 პროექტის გეგმაში მივუთითეთ დიფერენცირებული სწავლების კონრეტული მეთოდები და ინსტრუმენტები, ჩამოვაყალიბეთ საბაზისო უნარ-ჩვევები პროექტზე მუშაობის დროს თანმიმდევრულად.

მეშვიდე ტრენინგ დღე

მოვახდინეთ შეფასების ინსტრუმენტების აღწერა, შევავსეთ KWL ცხრილი და პროექტის კონფერენციის კითხვები.

მეექვსე ტრენინგ დღე

ვიმუშავეთ შეფასების მეთოდებზე. შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. როგორიცაა kwl ცხრილი, T დიაგრამა, პროექტის კონფერენციის კითხვები.

Sunday, April 24, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

პრეზენტაციის შესაქმნელად მოვიძიეთ საჭირო ინფორმაციები, ვიდეო და აუდიო მასალა, მოვინიშნეთ და შევინახეთ გამოყენებული ვებ-გვერდის მისამართები საავტორო უფლებების დასაცავად.  ავაგეთ  პრეზენტაცია სრულად ტექსტის,  ფოტო-მასალისა და ვიდეო მასალის გამოყენებით.  

Saturday, April 23, 2016

მეოთხე ტრენინგ დღის რეფლექსია

                                             

დავასრულეთ  ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე მუშაობა და შევუსაბამეთ მათ საკუთარი კითხვები თემიდან გამომდინარე, შეფასების რუბრიკა მოვარგეთ მოსწავლეთა საჭიროებებს.  გავეცანით  პრეზენტაციის შაბლონს და დავგეგმეთ საჭირო მასალების მოძიება.

Sunday, April 17, 2016

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს  საკუთარ პროექტზე გავაგრძელეთ მუშაობა, შევარჩიეთ სათაური, ავირჩიეთ კლასი თუ რომელ საფეხურზე ვაპირებთ პროექტის ჩატარებას, ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები და შედეგები, ვიმსჯელეთ ზოგად და თემატურ კითხვებზე ...

პირველი მოდულის რეფლექსია

  პირველ ტრენინგ დღეს შევქმენით საკუთარი პორტფოლიო,  გადმოვიწერეთ საჭირო მასალები და  გავეცანით პროექტის გეგმებს, ვნახეთ ნიმუშები და ვისაუბრეთ პროექტის სავარაუდო თემებზე და მის შინაარსზე, ასევე გავეცანით პროექტისათვის საჭირო საფეხურებს, რესურსებს.  მეორე დღეს კი შევავსეთ ბროშურის მოდელი, ვიმსჯელეთ პროექტის უპირატესობებზე და მისი გამოყენების აუცილებლობაზე სასწავლო პროცესში. ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა.