ჩხეიძე როგორც მსახიობი, გამოირჩეოდა მგზნებარე ტემპერამენტით, განცდის სიმართლით, არაჩვეულებრივი სცენური მომხიბვლელობით და ფართო არტისტული დიაპაზონით. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა ვაჟკაცური ტონით, გმირული სულისკვეთებით, იუმორით. ჩხეიძე თანაბარი წარმატებით ასრულებდა ტრაგიკულ და კომიკურ როლებს. მისი პიესა "გიორგი სააკაძე" იდგმებოდა მარჯანიშვილის სახელობის თატრის სცენაზე (ვ. ყუშიტაშვილის დადგმით 1940 და ვ. ტაბლიაშვილის დადგმით 1953). დაწერა წიგნები: "კ. მარჯანიშვილი - რეჟისორი და მასწავლებელი" (1949), "მოგონებები და წერილები" (1956). კინოში შესრულებული აქვს როლები: ნიკო ("ქარიშხლის წინ", 1925), რაიკომის მდივანი იულონი ("ნარინჯის ველი", 1937) და სხვა.
დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
No comments:
Post a Comment