ღამბაშიძე ქართული საბჭოთა თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელია, კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და მისი მხატვრული მიმართულების მიმდევარი და გამგრძელებელი. საბჭოთა ქართულ სამსახიობო ხელოვნებაში ღამბაშიძემ გააგრძელა და განავითარა ქართული რეალისტური აქტიორული სკოლის ტრადიციები. იგი იყო სასცენო ხელოვნებაში სოციალისტური რეალიზმის გამოჩენილი ოსტატი. ღამბაშიძის შემოქმედება ხასიათდება სიმართლით, კეთილშობილებით, ზომიერების გრძნობით, ქართველი კაცის ხასიათის ღრმა წვდომით, შთამბეჭდავი გამომსახველობით, მეტყველების დიდი კულტურით.
No comments:
Post a Comment