სერგო ზაქარიაძე

სერგო ალექსანდრეს ძე ზაქარიაძე (დ. 18 ივნისი/1 ივლისი, 1909, ბაქო ― გ. 13 აპრილი, 1971, თბილისი) — ქართველი მსახიობი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1958).
ზაქარიაძის შემოქმედებაში ერთმანეთს ერწყმოდა ინტელექტუალიზმი, გაბედულება, ჩანაფიქრის ხორცშესხმისას აზრის სიცხადე და ემოციურობა, უკიდურესი სიზუსტე და სულიერი სითბო. იგი სცენური ხასიათების ფსიქოლოგიური დამუშავების ოსტატი იყო — დიდი გამომსახველობის მქონე დეტალებით, მსუყე, კონტრასტული საღებავებით, ფაქიზი ფსიქოლოგიური ნიუანსებით ძერწავდა სახეს.
ზაქარიაძის გმირთა ბუნებაში ვაჟკაცობა და ნებისყოფა ეხამებოდა ლირიზმს, სილბოს. მსახიობი თამაშობდა გმირულ, სახასიათო და კომიკურ როლებს.

No comments:

Post a Comment