ვარინკა წერეთელი

ვარინკა-ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლისა დაიბადა 1874 წელს სოფელ ცხრაწყაროში გენერლის სპირიდონ მაჭავარიანის ოჯახში. განათლება ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში მიიღო. მას ბავშვობიდანვე მშვენიერი ხმა აღმოაჩნდა. მუსიკას ცნობილი ლოტბარის ფილიმონ ქორიძის მეუღლე მუსიკოსი ზინაიდა ვორობეცი ასწავლიდა. ვარინკა აკაკი წერეთლის ახლო ნათესავს სერგო წერეთელს მისთხოვდა. იგი გარდა იმისა, რომ კარგად მღეროდა გიტარის თანხლებით, თავად მშვენიერ სიმღერებს თხზავდა, მათ შჴორის აკაკის ლირიკულ ლექსებზე. ამ გარემოებამ აკაკი და ვარინკა მეტად დაახლოვა. იშვიათი მუსიკალური ნიჭით, ხმის თავისებური ალერსიანი ჟღერადობით ვარინკა ყველას ხიბლავდა. მათ შორის, როგორც ამბობენ, რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე ჳჳჳ-ც ყოფილა, რომელსაც `მერცხალი” უწოდებია მისთვის. განსაკუთრებით კარგად ვარინკა გიტარის თანხლებით ამღერებდა აკაკის ლექსებს `სანამ ვიყავ ახალგაზრდა” და `რომ იცოდე ჩემი გულის დარდები”. 1895 წელს აკაკიმ დაწერა ლექსი `სულიკო” და ვარინკას გადასცა `შენებურად ხმა გამოუძებნე და იმღერეო”. შემდგომში ვარინკა წერეთლის მიერ შეწყობილ ჰანგებსა და მშვენიერ ნამღერს დიდი მგოსნისათვის აღტაცების ცრემლი მოუფენია და მისთვის ხელები დაუკოცნია.

No comments:

Post a Comment