პრეზენტაციის შესაქმნელად მოვიძიეთ საჭირო ინფორმაციები, ვიდეო და აუდიო მასალა, მოვინიშნეთ და შევინახეთ გამოყენებული ვებ-გვერდის მისამართები საავტორო უფლებების დასაცავად. ავაგეთ პრეზენტაცია სრულად ტექსტის, ფოტო-მასალისა და ვიდეო მასალის გამოყენებით.
Sunday, April 24, 2016
Saturday, April 23, 2016
მეოთხე ტრენინგ დღის რეფლექსია
დავასრულეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე მუშაობა და შევუსაბამეთ მათ საკუთარი კითხვები თემიდან გამომდინარე, შეფასების რუბრიკა მოვარგეთ მოსწავლეთა საჭიროებებს. გავეცანით პრეზენტაციის შაბლონს და დავგეგმეთ საჭირო მასალების მოძიება.
Sunday, April 17, 2016
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღეს საკუთარ პროექტზე გავაგრძელეთ მუშაობა, შევარჩიეთ სათაური, ავირჩიეთ კლასი თუ რომელ საფეხურზე ვაპირებთ პროექტის ჩატარებას, ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები და შედეგები, ვიმსჯელეთ ზოგად და თემატურ კითხვებზე ...
პირველი მოდულის რეფლექსია
პირველ ტრენინგ დღეს შევქმენით საკუთარი პორტფოლიო, გადმოვიწერეთ საჭირო მასალები და გავეცანით პროექტის გეგმებს, ვნახეთ ნიმუშები და ვისაუბრეთ პროექტის სავარაუდო თემებზე და მის შინაარსზე, ასევე გავეცანით პროექტისათვის საჭირო საფეხურებს, რესურსებს. მეორე დღეს კი შევავსეთ ბროშურის მოდელი, ვიმსჯელეთ პროექტის უპირატესობებზე და მისი გამოყენების აუცილებლობაზე სასწავლო პროცესში. ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა.
Subscribe to:
Posts (Atom)